მაღალი 
სიჩქარე

ჩვენ ფულს მთელ მსოფლიოში წუთებში ვაგზავნით.

დაბალი 
საკომისიოები

ჩვენი ხარჯების შემცირების გზით — შესანიშნავ კურსებს და ძალიან დაბალ საკომისიოებს გთავაზობთ

ძალიან 
მარტივია

TransferGo ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, უზრუნველყოფილია მომხმარებელთა გამორჩეული მხარდაჭერით.

რაც შეიძლება მარტივად

რეგისტრაციისა და თქვენი პირადობის ვერიფიკაციის შემდეგ, ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ, არის:

1. აირჩიეთ გასაგზავნი თანხა

გაგზავნეთ ფული მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში

2. დაამატეთ მიმღების მონაცემები

გაგზავნეთ ფული ბარათებზე, საბანკო ანგარიშებზე, ელექტრონულ საფულეებში და თუნდაც ნაღდი ფულით

3. გადაიხადეთ გადარიცხვის ღირებულება

გადაიხადეთ ფული თქვენი ბარათიდან ან საბანკო ანგარიშიდან

შეუკვეთეთ გადარიცხვა
წამებში ჩვენი აპლიკაციით

სიმართლე ფულის სახლში გაგზავნის შესახებ

მხოლოდ ჩვენს სიტყვას ნუ ენდობით…

აი, რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები ნიგერიაში ფულის გაგზავნის შესახებ:
“ნამდვილად კარგი მომსახურებაა!”

როდესაც პრობლემა წარმოიშვა, TransferGo-სგან პირდაპირ დამიკავშირდნენ და მათ ეს ძალიან სწრაფად მოაგვარეს. საერთაშორისო გადარიცხვა სულ რამდენიმე საათში შესრულდა.

“ეს მშვენიერი კომპანიაა!”

კურსები კონკურენტუნარიანია და მომსახურება სწრაფია. არანაირი გადასახადი; გადარიცხვების უმეტესობა უფასოა! ამ პლატფორმას ყველა ნიგერიელს ვურჩევ.

“ძალიან კარგი სერვისი!”

ფული ჩემს სხვა საბანკო ანგარიშზე გავაგზავნე და წამებში მივიღე. ამ სერვისს ჩემს ყველა მეგობარს ვურჩევ. ძალიან კარგია!

TransferGo-ს საკომისიოები სამართლიანია?

ჩვენი მიზანია სწრაფი ფულადი გადარიცხვები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს რაც შეიძლება დაბალი საკომისიოები და საუკეთესო გაცვლითი კურსები შევთავაზოთ — 90%-ით იაფად, ვიდრე ეს ბანკებში შეიძლება. ასევე, ჩვენ არჩევანის თავისუფლებას გაძლევთ, თუ როგორ და როდის გაგზავნოთ ფული, შესაბამისად, თქვენ თავად წყვეტთ, თითოეულ გადარიცხვაზე რამდენი დახარჯოთ. თუ, რა თქმა უნდა, გადარიცხვა სრულიად უფასო არ არის!

რამდენად სწრაფად შემიძლია ფულის TransferGo-თი გაგზავნა?

TransferGo უსაფრთხოა?

ჩვენი end-to-end დაშიფვრა ჩვენს მომხმარებლებს და მათ მონაცემებს იცავს. გადარიცხვის შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური უსაფრთხოების ზომები არსებობს, რომ ყველა მომხმარებელმა თავისი ფული დაიბრუნოს.

TransferGo მკაცრად რეგულირდება ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვაჩინოთ და აღვკვეთოთ ფულის გათეთრება და დავიცვათ ჩვენი 7 მილიონი მომხმარებელი და მათი ფული.

და თუ ოდესმე რაიმე პრობლემები წარმოიშვება, ჩვენი მეგობრული, პროფესიონალი და ოპერატიული მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მუდამ მზადაა დასახმარებლად — ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, თურქულ და რუმინულ ენებზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის TransferGo?

TransferGo არის ციფრული ფინანსური სერვისი, რომელიც მარტივი და უკეთესი ფინანსური სერვისების საშუალებით მიზნად ისახავს შრომისმოყვარე ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს პროცესი სწრაფი და იაფი საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების შემუშავებით დაიწყო და აპლიკაცია ახლა თავის მომსახურებებს ავითარებს, რათა მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით მიგრანტებისთვის, ფინანსური სერვისების ბარიერები მოხსნას.

TransferGo უსაფრთხოა?

TransferGo მკაცრად რეგულირდება ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვაჩინოთ და აღვკვეთოთ ფულის გათეთრება და დავიცვათ ჩვენი 7 მილიონი მომხმარებელი და მათი ფული.

ჩვენი end-to-end დაშიფვრა ჩვენს მომხმარებლებს და მათ მონაცემებს იცავს. გადარიცხვის შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური უსაფრთხოების ზომები არსებობს, რომ ყველა მომხმარებელმა თავისი ფული დაიბრუნოს.

თუმცა, მომხმარებლებმაც უნდა იზრუნონ თაღლითობისგან თავის დაცვასა და ონლაინ უსაფრთხოებაზე. როგორც ნებისმიერი თაღლითობის შემთხვევაში, როგორც კი ფული გაიგზავნება, მისი უკან დაბრუნება რთულია.

შეიძლება თუ არა ვენდო TransferGo-ს?

მილიონობით მომხმარებელი მთელ მსოფლიოში საკუთარ ფულს TransferGo-ს ანდობს. Trustpilot-ზე 35,000-ზე მეტი მიმოხილვის საფუძველზე, TransferGo-ს აპლიკაციას უმაღლესი რეიტინგი აქვს და მომხმარებლები მას მაღალი რეკომენდაციას ანიჭებენ. ასევე აღსანიშნავია TransferGo-ს მომხმარებელთა მხარდაჭერა, რომელიც ინგლისურ და 9 უცხო ენაზე მიმდინარეობს.

როგორ მუშაობს TransferGo?

რამდენიმე წლის წინ, TransferGo-მ საუკეთესო გადაწყვეტა შეიმუშავა ძვირადღირებული საერთაშორისო გადარიცხვების პრობლემის გადასაჭრელად.

ჩვენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ცოპერირებთ, საბანკო ანგარიშები გავხსენით, გამგზავნ ქვეყანაში ფულის მისაღებად და მიმღებ ქვეყანაში ფულის გასაცემად ადგილობრივი გადარიცხვები გამოვიყენეთ. ორივე მხარეს ადგილობრივი გადარიცხვების გამოყენებამ თითქმის ყველა ხარჯის შემცირებისა და დანაზობის მომხმარებლებისთვის მიცემის საშუალება მოგვცა. ზუსტად ამიტომ, TransferGo-ს ტარიფები მათი დაბალი ფასით არის ცნობილი. ახლა, ფინტექ ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო მეტი გადარიცხვის ვარიანტები გვაქვს, ვიდრე აქამდე, მათ შორის სუპერ სწრაფი ბარათიდან ბარათზე გადარიცხვები, გადახდები ელექტრონულ საფულეებში და ნაღდი ფულის გადარიცხვებიც კი. მაგრამ, ფორმატის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის — ამავდროულად ვზრუნავთ, რომ გადარიცხვები იყოს უსაფრთხო და დროული.

როგორ გამოვიყენო TransferGo?

ეს მარტივია. ჩამოტვირთეთ TransferGo აპლიკაცია, დარეგისტრირდით და მიყევით მითითებებს. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ TransferGo აპლიკაცია iOS, Android და Huawei-ისთვის App Store-დან, Google Play-დან და Huawei Gallery-დან. ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ, თუ კომპიუტერის გამოყენება გირჩევნიათ.

როგორ გავაგზავნო ფული TransferGo-ს მეშვეობით?

პირველი ნაბიჯი TransferGo-ს ვერიფიკაციაა: თქვენი პირადობის დადასტურება, რათა თქვენი და თქვენი ფულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ამის შემდეგ, უბრალოდ აირჩევთ ვალუტას და თანხას, რომელსაც აგზავნით და იმ პირის მონაცემებს, ვისაც უგზავნით. ბოლოს, აირჩევთ, როგორ გადაიხდით გადარიცხვის ღირებულებას — და სწორედ ასე ხდება TransferGo-ს მეშვეობით ფულის გადარიცხვა!